Tuesday, December 13, 2011
Tuesday, July 13, 2010
Thursday, July 8, 2010
Monday, July 5, 2010
Lartigo
Great Musicians who were in Tbilisi and gave the concert in Vake's Parkclub 33 ა.
http://www.myspace.com/lartigo
Wednesday, May 5, 2010
Nowhere Boy - Eng.
ეს ფილმი ჯონ ლენონის ბავშვობასა და სინორჩეზე უამბობს მაყურებელს.
სიუჟეტის ცენტრში ლენონის დედისა და დეიდის მტრობაა. ისინი ერთმანეთს მომავალი მუსიკოსის აღზრდის უფლებისთვის ებრძოდნენ. ფილმი გვიამბობს, თუ რა გავლენა მოახდინა ამ ორმა ქალმა ვარსკვლავზე.
რეჟისორი: Sam Taylor Wood
ეს ფილმი მხოლოდ ერთი მონაკვეთია ჯონის ცხოვრებიდან, მაგრამ მნიშვნელოვანი მისი მომავლის თვალსაზრისით. როგორც სიუჟეტში ჩანს არ ისე იოლი ბავშვობა ხვდა წილად ჯონს. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაში. მხატვრული ასპექტითაც მაღალ დონეზეა ეს ფილმი.
Thursday, April 29, 2010
რადიო ჯ.art.ი - ინტერვიუ პირველი რადიოს ეთერში და რადიო ჯ.art.ის პრეზენტაცია
დამევასა ეს პროექტი რაღაც. ჯერ სათაურია საკაიფო. მეტი ინფოსთვის იხილე ლინკი.
Sunday, April 18, 2010
Images


- Winter
- sun uprising

Friday, April 2, 2010
ADIBAS - ზაზა ბურჭულაძე

I თავი
დილის მულტიმედია
ბობოს ყველაფერი ეხერხება. პასტაც ზღაპრული გამოსდის, `დაკარგულების“ ყველა სეზონიც ნანახი აქვს და მინეტსაც საუკეთესოს აკეთებს: მეტანიით, სასოებით, გულმოდგინედ.
`ბობო“. მარტო ამ სახელზე წარმომიდგება მისი მკვრივი ძუძუსთავები, კრემით დაზელილი სხეული, მოქნილი წელი და გამოცდილი ენა. ლოგინში მარტო ვწევარ. მობილურზე ათის ნახევარია. ესე იგი, ზედმეტი ორი საათი მეძინა. სიზმრიდან მარტო ის მახსოვს, რომ ტვინი ნათურასავით მქონდა განათებული და მის ხვეულებში ფერადი ნაპერწკლები დარბოდნენ. როგორც ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში სიგნალები.
ლოგინთან ტუმბოზე ჭიქით პასტერიზებული რძე დგას, გვერდით თეფშზე კრუასანი და `ცენტრუმის“ აბი დევს. როგორც ვხვდები, ახლო მომავალში ეს იქნება ჩემი დილის რაციონი. ნუთუ ისე ღრმად მეძინა, რომ ბობო ადგა, ჩაიცვა, კრუასანიც ამოიტანა და მე ვერაფერი გავიგე?
კრუასანს ვიღებ თუ არა, აფექსი დათქმულივით საწოლზე ხტება. კუდს სწრაფად აქნევს: მარჯვნივ-მარცხნივ _ გამოსახულება გადღაბნილია. სახესაც მილოკავს. თითქოს საუკუნეა არ ვუნახივარ. ცდილობს, მშრალი და თბილი ენა ტუჩებში შემიყოს. ვითომ ძალიან უხარია ჩემი დანახვა. კრუასანის გამო მეჩალიჩება. მკერდზე მაწვება, თვალებში შემომციცინებს.
_ დაახვიე. _ ვეუბნები. _ დროზე!
თავჩახრილი და კუდამოძუებული ზანტად მიიძურწება, ბობოს ბალიშზე ჯდება. აკანკალებული კრუასანს თვალს არ აშორებს. დიდი, წყლიანი თვალები აქვს. როგორც ამელის ფილმში `ამელი“. უნდა, ხელიდან გამომგლიჯოს, მაგრამ ვერ ბედავს. კარგად მესმის მისი. თბილისში ეს საუკეთესო კრუასანია. ჩემი კორპუსის პირველ სართულზე, ახალგახსნილ ფრანგულ საკონდიტროში აცხობენ. ალუბლის ჯემით, ქიშმიშით, ვანილის კრემით, მარციპანით, შოკოლადით, ხაჭოთი... და თითოეული კრუასანზე მეტია. ეს უკვე გოლდბერგის ვარიაციებია, გულდის შესრულებით.
აფექსი თვალს თვალში მიყრის, ნამუსზე მაგდებს. მაგრამ უშედეგოდ. მისი ლაკრიმოზა დღეს არ მუშაობს. მალე ორივე ვხვდებით, რომ ვერ დამაგოიმა, და ამიტომ ის ნამცეცსაც ვერ მიიღებს. ჰაეროვანი ცომი პირში მიდნება. კუჭში სასიამოვნო სითბოს ვგრძნობ.
საბანს ვიხდი, ჩემ მუცელზე გადმოწოლილ ყლეს ვუყურებ, რომელსაც სისხლი აწვება და სასაცილოდ იბერება, პულსირებს. თვალს ვერ ვაშორებ. My funny Valentine _ ასე დაარქვა ბობომ ჩემ ყლეს. არის რაღაც ჰიპნოტური ამდგარი ყლის ჭვრეტაში. ნუთუ ყველაფერი კუჭზე და ყლეზე გადის? რასაკვირველია. ამას აფექსიც ხვდება: ხან ერთს უყურებს, ხან _ მეორეს. ცალ ხელში კრუასანი მიჭირავს, მეორეში My funny Valentine.
`ცენტრუმს“ რძეს ვაყოლებ, სააბაზანოში გავრბივარ. იმაზე დაბოღმილი, რომ კრუასანი არ ერგო, აფექსი ყეფა-ყეფით მომდევს გვერდში. ქუსლზეც ვითომ მკბენს. ზალაში პლაზმაა ჩართული. TV1000-ზე `ფავნის ლაბირინთი“ გადის. უფრო სწორად, ვერ გადის. კადრი გაიჭედა. თეთრ მონსტრს თვალიანი ხელისგულები სახესთან მიაქვს. ნახევარი კადრი პიქსელებში იკარგება. No signal to display _ წარწერაა შუა ეკრანზე. საკაბელომ ბოლო დროს მაგრად აურია. პულტით `იმედზე“ ვრთავ. ტანკების კოლონა რაღაც ტრასაზე მიემართება. კადრსმიღმა დიქტორი სხაპასხუპით ამბობს: `...გენერალი კულახმეტოვი დეზინფორმაციას უწოდებს და კატეგორიულად უარყოფს რუსული ტანკების თბილისში შესვლის ფაქტს. ამის მიუხედავად, დიდ დიღომში უკვე ერთი საათია ისმის ინტენსიური სროლები...“.
თავიდან ცხელი შხაპის ქვეშ ვდგები, ტანის სკრაბით ყელამდე საფუძვლიანად ვიქაფები. ცვილის გრანულები და ქოქოსის ბურბუშელა კანს სასიამოვნოდ მიმასაჟებს. წყალს მაქსიმალურად ვაცივებ, კბილებსაც ჩემებურად ვიხეხავ. ორი რამეა, რასაც ალბათ ვეღარ გადავეჩვევი: დილით ცივ შხაპს და კბილების ხეხვას ღრძილების დასისხლიანებამდე. მაინც არ მივარდება. სკრაბის მოტკბო არომატი ისევ ბობოს მახსენებს. მერე რა, რომ სპერმას არ ყლაპავს, ახლა დიდი სიამოვნებით მივცემდი პირში.
ჩემთვის ქალები ორ ნაწილად იყოფა: ვინც ყლაპავს და ვინც იგუბებს. დაკვირვებული ვარ, ვინც იგუბებს, უკეთეს მინეტს აკეთებს, ვიდრე ის, ვინც ყლაპავს. რასაკვირველია, ეს კანონზომიერება სულაც არაა. უბრალოდ, ჩემი გამოცდილებით ასე ვიცი. მაგალითად, ბობო არ ყლაპავს, მაგრამ მინეტს ქალღმერთივით აკეთებს. რომ ვათავებ, პირი სპერმით ევსება, გული კი ლოცვებით. ესაა ნამდვილი მინეტი. წმინდანთა დისციპლინა: პირში სპერმა, გულში ლოცვა, ხელში ყლე.
ბობო გუშინწინ წავკისში, ერთი საერთო ნაცნობის აგარაკზე აღმოვაჩინე. სადაც ბლომად იყო შავი სანთლები, მთვრალი ბოდვა, სამოყვარულო ქირომანტია, ხანმოკლე რეივი და ბევრი უხარისხო ექსტაზი. ამ ორ დღეში გავარკვიე, რომ იგი უპირატესობას ანიჭებს შავ ტანსაცმელს, აქვს მტკიცე ხასიათი, ნიკი სკაიპში Alien_style და პირსინგი ჭიპში _ პლატინის პატარა ემბრიონი, უყვარს პირდაპირ ლაპარაკი და უსმენს ელექტრონულ მუსიკას. შუადღეს ბარნოვზე Coffee.ge-ში შერბენა ისედაც იგულისხმება: Wi-fi - ბერძნული-სალათა(უკურკო ზეთისხილით)-ბალახის-ჩაი(უკოფეინო)-ან-ორმაგი-ესპრესოსთვის. შეკრული ტანი, მაღალი მკერდი და მკვრივი ტრაკი აქვს, მაგრამ მთლიანობაში უფრო სექსუალურია, ვიდრე ლამაზი, საბედისწერო ქალის მონაცემებით.
დინამიკთან მარტო იდგა. "რედ ბულს" წკირიდან წრუპავდა. დაექსტაზებულ მოცეკვავეებში ისე გავიარე, რომ დინამიკთან მოვხვედრილიყავი... შემთხვევით დავეჯახე.
_ ბოდიში. _ დავუყვირე.
გაეღიმა. მივხვდი, ვერ გაიგო. დინამიკიდან წამოსულ ბასებში საკუთარი ხმა მე თვითონ ვერ გავიგე.
_ ბორენა. _ დამიყვირა.
მეთქი, ღადაობს.
_ ბორენა?
თავი დამიქნია:
_ უბრალოდ ბობო.
...
რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მუსიკის რიტმს ავყოლოდით და გვეცეკვა, რაღაც მომენტში როგორღაც თავისთავად აღმოვჩნდით გვერდით ოთახში, სადაც ყბამოქცეულებმა დიდხანს მონდომებით ვიზასავეთ. თითქოს რაღაც ტრანსში ვიყავით. იქვე დივანზე ისე უცბად შემოგვეტყნა ერთმანეთი, მეთქი, მომეჩვენა. მერე მობილურებიდან "ბლუთუსით" ერთმანეთს უკლებლივ ყველა მელოდია გავუცვალეთ, ბევრი ვიცინეთ ათას ყლეობაზე, თან ყველა და ყველაფერი გავჭორეთ. ბოლოს იქვე ჩაგვეძინა ჩახუტებულებს. როგორც ტელესერიალში. კამერა უკან იწევს. რომანტიკული მუსიკა. საერთო ხედი. ტიტრები.
როგორც ვუყურებ, ყველაფერი თითქმის თავისთავად ეწყობა. ბობო ღრმად და საფუძვლიანად აპირებს ჩემ ცხოვრებაში შემოსვლას. როგორც ევრორემონტი ძველ კომუნალურ ბინაში. მეც მთელი ჩემი არსებით ვაპირებ მივიღო ყველაფერი, რასაც ვხვდები, რომ თან მოიტანს: ფილმებს ჯონი დეპის მონაწილეობით, "ცენტრუმს", დარტ ვეიდერის პლაკატს და მსუბუქ ისტერიკებს თვიურის წინ.
ხალათს ვიცვამ, აბაზანიდან გავდივარ. აფექსი ჩემ დასანახად ფეხს წევს, მაცივარს უცბად დემონსტრაციულად აფსამს და უსაფრთხო მანძილზე გარბის. ასე ბოზურად მიხდის სამაგიეროს. კმაყოფილი ჩემ რეაქციას ელოდება. რასაც ვერ ეღირსება! ნაბიჭვარი ერთთავად დაჭიმულია, როგორც ანტონიო გადესი წარმოდგენის წინ. უცდის, როდის ვუყვირებ, რომ ფლამენკო მიცეკვოს. არაფერს ვიმჩნევ. ფსელს ხელსახოცებით მშვიდად ვწმენდ. არ ვიცი, ყველა ჩიხუახუა ასე ატერორებს თავის პატრონს თუ მე მყავს აფექსი გატუტუცებული. თვალის კუთხით ვხედავ, როგორი გაკვირვებული მაკვირდება. ხვდება, გეგმა ჩაეფუშა.
მაცივარს ვაღებ. შიდა ნათურა ინთება თუ არა, მახსენდება, რომ სიზმარში თავი მეც ზუსტად ასე მქონდა განათებული. და არა ისე, კოკაინის გრძელი ბილიკის შეყნოსვისას ტვინი რომ გიფეთქდება. თავისთვის მშვიდად ანათებდა, როგორც ძველი აბაჟური ბებიის ოთახში.
ზალიდან ტელევიზორის ხმა ისმის: "...მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ქალაქის ცენტრისკენ კიდევ მიემართება ორმოცდამეორე დივიზიის მოტომსროლელი ბატალიონი. მათ შორის ოთხმოცი ერთეული მძიმე ტექნიკა და ოცდაათი ტანკი...".
ფანჯარასთან სამზარეულოს მაგიდაზე პატარა, რბილყდიანი წიგნი და ბობოს გახსნილი ლაპი დევს _ მისი მსუბუქი ვიბრაცია მაგიდას ედება. წიგნს პირველად ვხედავ, ყდაზე სილუეტით:
Gone with the baloon. ბუშტწაღებული... თუ წაღებულნი? რაღაც თანამედროვე რომანია. სათაურის მიხედვით, შეიძლება ნებისმიერი ჟანრის იყოს _ ჰორორიდან პოსტმოდერნამდე.
პირველ რიგში `იუთუბზე~ შევდივარ და რამე ყლეობას ვეძებ. "კანიბალ კორპსს" იმ იმედით ვრთავ, რომ ჯორჯ ფიშერის ხრიალზე მაინც დამივარდება. სკამზე ვჯდები, ხალათის კალთებს ვიწევ, ჩემ ამდგარ ყლეს ვუყურებ. თან ბობოზე ვფიქრობ. ძნელია, ამდგარი გქონდეს და ბობოზე არ იფიქრო. და პირიქით, ბობოზე ფიქრისას არ აგიდგეს. კანიბალები ვერ მიგდებენ. ფიშერი ხრიალებს: Draining the snot, I rip out the eyeeees... თავს პროპელერივით ატრიალებს, გრძელ გაშლილ თმას აფრიალებს.
ბობოს უშედეგოდ ვურეკავ. `მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“. სად უნდა წასულიყო? ღია ფანჯრიდან ქუჩაში ვიხედები: ტრასაზე ველოსიპედისტების გუნდი მისრიალებს. სკამიდან წამოწეული სპორტსმენები დაღლილები ჩანან, პედლებს მძიმედ ატრიალებენ. ტანზე მიკრული აეროდინამიკული კოსტიუმების, მოკვერცხილი შლემების და სარკისებური სათვალეების გამო უცხოპლანეტელებს გვანან. გუნდს უკან რუხი "ფორდ სიერა" მისდევს. სკამზე უფრო მოხერხებულად ვჯდები. მობილურით ჩემ ყლეს ვუღებ ფოტოს _ რომლის ხარისხსაც იქვე ეკრანზე
ვამოწმებ, და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სამი მეგაპიქსელი მიახლოებითაც ვერ ასახავს რეალურ სურათს. მულტიმედიას ბობოს მაინც ვუგზავნი. ეკრანზე ფრთიანი კონვერტი მიფრინავს: message sent to bobo.
http://lib.ge/body_text.php?8377
Thursday, March 25, 2010
Skate Boardin'
Cyril Bayon street park de Lille from Loic Ridou on Vimeo.
კაი იდეაა!! მარა ჯერ ვიყიდო და მერე ვნახოთ!!
Friday, December 18, 2009
The Sun Is Down - Remix By me.
იოკომ გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო ნამუშევარში ამ რემიქსის. მეც გავაკეთე. სამწხუაროდ, მეილზე გაგზავნა დამავიწყდა. (12 დეკემბრამდე იყო ვადა).
Yoko's article for Fans.

იოკო მადლობას უხდის ლენონის ფანებს მისი მუსიკის უკვდავყოფისaTvis. იგი თხოვს მათ ერთად გაუგზავნონ გზავნილი მთელ მსოფლიოს >>> იმ ხალხს რომელთაც დაკარგეს სანატრელი სიცოცხლე უმიზეზოდ: შეგვინდეთ ჩვენი შეუძლებლობის გამო, რათა შეგვეჩერებინა ეს ტრაგედია. (გულისხმობს ომში დაღუპულებს). ვლოცულობთ ჩვენი შეცდომების გამო, რათა განვიკურნოთ ამ შეცდომობესგან (We pray for the wounds to heal).
როგორც ქვრივi, რომელსაც მოუკლეს ქმარი საშინელი სიკვდილით, არ ვიცი ვარ თუ არა მზად მივუტევო მას ვინც მოკლა ის. მე დარწმუნებული ვარ რომ, როგორც ყველა მსხვერპლი დანაშაულებრივი ფაქტებისას, იმას გრძნობს რასაც მე ახლა განვიცდი. მაგრამ განკურნება და იმედი არის ის, რაც სჭირდება დღევანდელ ჩვენს მსოფლიოს.
მოდით ერთად განვკურნოთ ჭრილობები.
ყოველ წlis 8 დეკემბერს, აღვნიშნოთ დღე, რათა ვთხოვოთ შენდობა მათ ვინც გადაიტანა დიდი ტანჯვა-წამება. მოდით ძლიერ ვისურვოთ, რომ ერთ დღეს ჩვენ შეგვეძლება ვქვათ: "ჩვენ განვკურნეთ საკუთარი თავი და საკუთარი თავის განკურნებით, განვკურნეთ სამყარო".
უღრმესი სიყვარულით, იოკო ონო ლენნონი ქ. ნიუ იორკი 2006
Tuesday, December 8, 2009
ჯონ ლენნონ ბიტლზის ლიტერატურული მოღვაწეობა.

1964 წელს ჯონმა გამოსცა თავისი პირველი წიგნი სახელწოდებით In The Own write. 1965 –ში კი A Spaniard In The Works. ორივე წიგნი შეიცავს მოკლე მოთხრობებს, ლექსებს და ჩანახატებს. ამ წიგნებში ლენნონი ამჟღავნებს ენის ფლობის ოსტატობას – ხშირად მიმართავს ასო-ბგერებით მანიპულაციას. ტექსტის შინაარსი ზოგჯერ დაყავს სრულ აბსურდამდე და ზოგჯერ იუმორისტულ სიუჟეტად აქცევს მას. როდესაც პირველად გამოვიდა მისი წიგნი პრესამ მოულოდნელ მოვლენად აღიქვა იგი - ცოდნიათ წერა-კითხვა ბითლზებსო. მაგრამ ამით მათი ინტელექტუალური მოლოდინი არ გამართლდა უფრო სწორედ არ გაამართლა ჯონმა და სამაგიეროდ “კარგად გაუგებარი” ამბავი მიაწოდა საზოგადოებას. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი ინგისელი პოლიტიკოსებისთვის გაეკრიტიკებინათ ლივერპულის სასკოლო განათლების სისტემა, ლენნონის წიგნის ციტირებებით პარლამენტის ტრიბუნიდან.
ვნახოთ რას ფიქრობენ ამ წიგნის შესახებ მკითხველები. ინტერნეტ სივრცეში მრავლად არის სხვადასხვა მოსაზრებები ამ წიგნების შესახებ.
მაგალითად, ამაზონის საიტზე ამ პროდუქციის შესახებ ვინმე “ჩოსტუმერ” ამბობს:
“როგორ ძლიერაც მიყვარს ლენნონი, ისე არ მომწონს მისი წიგნი. თუმცა მიუხედავად ამისა მასში აღმოვაჩინე გასართობი ადგილები. შეიძლება ეს იმით აიხსნება რომ ბრიტანელი არ ვარ და მაგიტომ ვერ ვიგებ მის ხუმრობებს. ბევრ ფრაზებს ვერ ვხვდები. შეიძლება ვიფიქრო, რომ მასზე გავლენა მოახდინა ნოველისტმა ლუის ქეროლმა, მაგრამ არამგონია ასე იყოს. საბოლოოდ მინდა ვთქვა რომ ლენნონი კარგად იცნობდა საკუთარ ენას და ამით მან შექმნა ახალი გამონათქვამები, რომლებიც მხოლოდ მას ესმოდა. მისი ნაწერები არის ორიგინალური, გულწფელი და უბადლო. ზოჯერ ვფიქრობ რომ იგი უფრო ძლიერი მწერალი იქნებოდა ვიდრე მუსიკოსი.”
საინტერესო მოსაზრებაა ვერაფერს იტყვი. შემდგომი კომენტარც არანაკლებად საინტერესოა. აი რას წერს ვინმე “დადა1960”:
იგი შლის დროშას ყველა ანარქისტისთვის ვისაც კი შეუძლია საკუთარი თავი დაინახოს მასში. ეს წიგნი არის დამაბრავებლად ორიგინალური. მასთან სხვა წიგნები ვერ მოვლენ. პირველ რიგში იგი სარკაზმით უყურებს ტელევიზიას, პოლიტიკოსებს, ტაბუებს. ამასთან ერთად შესანიშნავად თამაშობს სიტყვებით და ქმნის ახალ პოეტურ ფორმებს და ხერხებს.
თერიცჰ: “სიგიჟე? დიახ! მიზმიდველი და ექსპერიმენტული წერის მანერა გამოხატავს ლიბერალიზაციის ხანას ბითლზის დროს და მას შემდეგაც. პროვოკაციული, გონებამახვილი, კადნიერი და ღია, ასე შეიძლება დავახასიათოთ ავტორი. მიუხედავად ამისა იგი დადაისტებისათვის არ გამხდარა მეინსთრიმი...”
სანამ გადავალ ნაწარმოების ტექსტებზე მანამდე კიდევ ერთ კომენტარს შემოგთავზებთ, რომელშიც მოკლედაა მოწოდებული იუმორისტული პასაჟი ერთი პატარა ნოველის:
მკითხველი ხედავს, რომ ლენნონი ამ წიგნის წერისას უკიდურესად მხიარულ განწყობაზე იყო. იქ არის სიღრმისეული მომენტებიც და არის მარტივად გასაგები ამბებიც. მაგალითისთვის “დენისთან” ("At The Denis" ) არის ძალიან მხიარული მოთხრობა. მასში აღწერილია ერთი ქალის თავგადასავალი კბილის ექიმთან, რომელსაც სასტიკად არ სურს უკანაკნელი რამოდენიმე კბილის ამოღება, მას ექიმი არწმუნებს, რომ ეს მას უფრო ახალგაზრდულ შესახედაობას მისცემს (ტჰირტყ ყეარს ყოუნგერ). ამ სიტყვებს ქალი მაშინვე დაიჯერებს და ეტყვის ყველა კბილი დააძროს. მთელი საშინელება კი მაშინ იწყება, როდესაც ავტორი სიტყვებში ასოების შეცვლას იწყებს: ექიმის ნათქვამში, რომ ქალი ოცდაათი წლით გაახალგაზრდავდება ახლა ათქმევინებს რომ 30 წლის ჯუნგლებში მყოფს დაემგვანება იგი. ("თჰირტყ ყეარს ჯუნგლე" ინსტეად ოფ ტჰირტყ ყეარს ყოუნგერ).
აი დაახლოებით ასე აფასებენ უცხოელი მკითხველები ლენნონის პროზას. მე შევეცადე მეთარგმნა რამოდენიმე ნოველა, ჩანაწერი და ლექსი. საერთოდ თარგმნა რთული პროცესია, ამიტომ მაინც გირჩევთ ორიგინალში წაიკითხოთ. აგერ ლინკები ორივე წიგნის: Iნ Hის Oწნ ჭრიტე და A შპანიარდ Iნ ტჰე ჭორკს.
საშინელების შესახებ
მე დავიბადე 1940 წლის 9 ოქტომბერს, მაშინ როდესაც ნაცისტები ჯერ კიდევ გვიტევდნენ და ჰაერიდან . მაგრამ მათ მაინც ვერ ჩამიგდეს ხელთ. მე დავდიოდი ლიდიფოლის (Lიდდყპოლ) ვარიკოზულ (ვარიცოუს) სკოლებში. მაგრამ მაინც ვერ ვაღწევდი კოლეჯამდე და ჯერ კიდე ვერ ვაკმაყოფილებ დეიდაჩემის მოთხოვნებს. შეიძლება ვინმე თქვენგანისათვის, როგორც ყველაზე ცნობილი ჯგუფის ბითლზის წევრის და (პ, ჯ-სა და რ.-ს ) სიმღერები უფრო სასაცილო იყოს ვიდრე ეს წიგნი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პატარა ნაწერი არის ყველაზე მაგარი რამე, საერთოდ რაც კი წამიკითხავს...
ღმერთი შეგეწიოთ და გამრავლოთ.

კარგი ძაღლი ნიგელი
ვაუ, ვაუ, მოდის ძაღლი, მხიარული,
პატარა და თმიანი მეგობარი
ვაუ, ვაუ, ლამპიონის შუქის ფონზე
ყეფავს ქუჩის მოსახვევში
კარგი ძაღლი! კარგი ძაღლი,
მოკუნტრუშე მხიარული კუდის ქნევით,
ჭკვიან ნიგელს, იხტუნავე და გაერთე
სამ საათზე გიწევს ძილი.
პ.ს რითმს ნუ მომთხოვთ აქ თუ შეიძლება, მემგონი აზრი გასაგებია.
მოწყენილი მაიკლი
ამ დილით არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისათვის, რომ მაიკლი მოწყენილი ყოფილიყო. (პატარა მზაკვრობა): ყველასგან დაფასებული ადამიანი იყო, იგი ყველას მოსწონდა, არაფერი აკლდა მას ცხოვრებაში. მისი ცოლი ბერნი მორჩილი ქალი იყო და მან ისე როგორც ყოველთვის, ახლაც მოამზდა ლანჩი. მაგრამ იგი მაინც მოწყენილი იყო. უცნაურია, ეს რადგან მას ყველაფერი ქონდა ცოლიდან დაწყებული ფეხსაცმლით დამთავრებული. ოთხ საათზე როდესაც ცეცხლი მკრთალად ენთო, პოლიციელი შევიდა მის სახლში (Pოლეასემან ჰად ცლუბბედ ინ ტო პარსე) და უდქვა: ‘დღემშვიდობისა მაიკლ,’ მაგრამ მაიკლს ხმა არ ამოუღია საერთოდ, და ეს იმიტომ რომ მაიკლს არ ქონდა ენა, ის მუნჯი იყო...
მოულოდნელი საჩუქარი პატარა ბობბისთვის
დღეს იყო პატარა ბობბის დაბადების დღე და მან მიიღო საჩუქრები. მას მარჯვენა ხელის მტევანი არ ჰქონდა (ომის გამო) და ამიტომ მისთვის ყველაზე მთავარი საჩუქრებს შორის კაუჭი იყო! მთელი მისი ცხოვრება ბობბის უნდოდა ქონოდა თავისი კაუჭი. და ახლა მის 39-ე დაბადების დღეს მისმა Pწაყერს აჩუქეს იგი. ერთი პრობლემა ის გახლდათ, რომ კაუჭი მარცხენა ხელისთვის იყო. სინამდვილეში მარჯვენა ხელი რომ არ აქვს ბობბის ყველაზე ჭკუაზე გადამცდარმაც კი იცოდა. მაგრამ პრობლემა ამით არ დამთავრებულა: მიუხედავად ამისა იგი არ დაღონებულა ამ შეცდომის გამო. მან თავისი მარცხენა მოიჭრა და როგორც ხელთათმანი მოირგო იგი. სამომავლოდ ის ალბათ მარჯვენა კაუჭსაც მიიღებს, ვინ იცის?
ზრდილი, ზრდილი კლაივი
კლაივ ბაროუსთვის იდგა ჩვეულებრივი დღე. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, არაფრით გამორჩეული და უცნაური. როჯერისთვის ეს დღე კი იყო გამორჩეული ყველა სხვა დღეებს შორის. როჯერი დღეს ქორწინდებოდა. როგორც კი ჩაიცვა ამ დილით მან გაიფიქრა მოსალოდნელ ზეიმზე. კლაივმა კი არაფერი თქვა. როჯერისთვის ყველაფერი განსხვავებულად იყო. დედამისის თქმით ამ დღეს მას უნდა ჩაეცვა საუკეთესო კოსტუმი, გაეკეთებინა გრიმი ათრთოლებული ხელებით, ჩაეცვა ახალი ფეხსაცმელი და მოერთო თავისი მანქანა. რომ იქნებოდნენ... ერთად... სანამ მოკვდებიან... მან იცოდა ყველაფერი ეს ზეპირად. კლაივ ბაროუ კი გულმავიწყი იყო. როჯერს შეეძლო წარმოედგინა ანა ყვაველებით მორთულ საქორწინო მსვლელობაში, თავის თავი კი გახარებული და ბედნიერი სახით მიმავალი ტაძრის ეზოში. კუჭში კარაქისმინდვრები ქონდა როჯერს, როდესაც მან შეიკრა ყლინჯი და გაისწორა თმები. ‘მე ვიმედოვნებ რომ სწორედ ვაკეთებ.’ თქვა როჯერმა და სარკეში ყურებისას დაფიქრდა: ‘ვარ კი მისი შესაფერი?’ როჯერს შეეძლო ამაზე არ ენერვიულა, რადგან ის მართლაც იყო მისი შესაფერი. ‘იქნება ჩემს გარშემო ბევრი ყვავილები?’ თქვა ანამ იწმენდდა რა ცალ ფეხს. ‘ან იქნებ გამოვაჩინო სხვების დასანახად?’ ეკითხებოდა თავის თმებშემეწყრილ დედას. ‘განა აქვს მაგას მნიშვნელობა?’ იმეორებდა დედა თავის ნათქვამს და ბეჭდის წმენდას აგრძელებდა. ‘ის მაინც არ შეხედავს შენს სფოუქს.(?)’ ანამ ისეთი სახით გაიღიმა, თითქოს მანამდე არასოდეს ღირსებია გაცინებაო. შემდეგ საბედნიეროდ, ანას მამა დაბრუნდა შინ ზღვიდან და გააუქმა ქორწილი.
****
მარტოდ-მარტო
მე დავჯექი მარტო ხის ქვეშ
რიდით - პატარა და სქელი.
ქალი მიმღერს ზომით მცირე
თუმცა, მე მის ნახვას ველი.
ვიყურები ზემოთ, ცაში
ძებნად ხმების საოცარის.
უცნაურად, უცნაური
ნეტა მდებარეობს რაში?
‘ახმოვანდი, თავს რად მიბნევ’,
ავუხირდი და გავყვირი.
‘იმალები ხესთან მანდვე’
მაგრამ ქალი არსად არი.
მისმა ხმამ მე მიმაძინა,
დიდი ხნით ან საათობით,
ნელა, ტკბილად გამეღვიძა,
თითქოს ძილშიც ვბაასობდით.
უცებ პატარა ტოტზე ხის
თითქოს ვხედავ მე ლამაზ ხედს.-
რომ ტოტზე ერთი გოჭი ზის.
და მე მას ვამგვანებდი გედს.
მეგონა რომ შენ – ის ქალი..?
ჩამეცინა –ალბათ მართლა...
უცებ ჩემდა გასკვირვად
ადგა ქალი და გაფრინდა.
აი ეს არის რისი თარგმნაც შევძელი. ისე ინეტში ძებნის დროს აღმოვაჩინე ბევრი რუსული თარგმანები ამ წიგნების. კი ამბობენ რუსები “ზუბრიაჩკები” არიანო ბიტლზის ამბავში, მაგრამ ბევრი მასალები კი აქვთ დაგროვილი, ჩვენ კიდე რავი. ჩვენ მარტო გვევასება ბიტლზი და მორჩა. იმის იქით აღარ მივდივართ. სინამდვილეში ამ ნაწარმოებების თუ ნაწერების უკან არც ლივერპულის განათლების სისტემის წარმატება-ნაკლუვანებები დგას და არც ლუის ქერროლის ან სხვა რომელიმე მწერლის გავლენა. ბევრმა არ იცის რომ ჯონ ლენნონს სასკოლო ასაკში ფსიქიკური დაავადება - დისლექსია სჭირდა. იგი გენეტიკურად გადმოეცა მას ოჯახიდან. დისლექსიით დაავადებულ ადამიანებს პრობლემები აქვთ მართლწერასთან. ჯონი სწორედ ვერ წერდა ასოებს, უფრო სწორედ ასოებს უნებლიედ ანაცვლებდა სიტყვებში, ამიტომაც ვერ გადადიოდა კლასიდან კლასში დროულად. დიდი ხნის მერე თავის ლექსებში და ნოველებში შესანიშნავად გამოიყენა ჯონმა ეს “დაავადება” და მას კალამბურ--იუმორისტული მნიშვნელობა მისცა. როგორც ჩანს ჯონი ბავშვობიდანვე მუშაობდა თავის თავზე ეს დაავადება რომ დაეძლია. უკვე ზრდასრულს კი თავისუფლად შეეძლო ემართა სიტყვები და ენის სემანტიკურ სიღრმეებში ჩაფლულიყო ისე, როგორც ამას მუსიკაში შვებოდა.

K ო მ ს დ ე რ რ ე ვ ო ლ უ ტ ი ო ნ
რევოლუცია მოდის
თქვენ ყველა მიცნობთ, მე ზოგჯერ საკუთარ თავს ვიწვევ სიტყვების ბრძოლაში ეს კი გავს იმას რომ მე ვჭამო კასპიის ზღვის დელიკატესი. ძალიან ხშირად მე ვაგებ, მაგრამ ეს სოციალიზმია. (თქვენ მიცნობთ მე). მე ვფიქრობ, რომ ბევრ თქვენგანს არ ექნება ამ ძვირფას დელიკატესზე უარის თქმის შანსი., დამიჯერეთ ჩემო ფანებო, თქვენ ეს დღე არ დაგიდგებათ, სანამ ყველა ამ ბომბების შექმნას არ მოვრჩებით.
ხვალამდე მეგობრებო, როდესაც (თქვენ ყველა მიცნობთ) დავბრუნდები იმავე სურათით, მაგრამ განსხვავებული ციტატებით.
კარგად იყავით (მე ასე ვხედავ მომავალს).
...და ასე სრულდება ჯონ ლენნონის ეს წიგნი:
“თHE END
--
Lინდა ფორევერ,
Aყა.
"Quand on veut un mouton, c'est preuve qu'on existe."
პ.ს. წიგნი (რაც შეეხება მის მესამე უფრო გვიანი პერიოდის წიგნს შემდგომ დავწერ, როდესაც მოვიცლი ამისთვის):










